“Please Please Me” აუქციონზე

“Please Please Me” აუქციონზე

გამოცემა “Ultimate Classic Rock”-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ ინტერნეტ აუქციონზე “eBay”, ცნობილი ჯგუფი “The Beatles”- ის ალბომი “Please Please Me”-ის მონო ვინილის დისკი 25 ათას დოლარად გაიყიდა.

ეს ალბომი გაყიდვაში 1963 წელს გამოვიდა და დღემდე რარიტეტულ გამოცემად ითვლება. დისკი 49 წლის განმავლობაში მისმა ყოფილმა მფლობელმა ჩინებულ მდგომარეობაში შეინახა.

საინტერესოა რომ ამ ალბომის განსაკუთრებულობა იმითაც გამოიხატება, რომ მის გარეკანს ჯგუფის წევრების ავტოგრაფები ამშვენებს.

მუსიკალური ისტორიკოსების მტკიცებით, მსოფლიოში მხოლოდ 50-მდე დისკია შემონახული, რომლებსაც ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის ავტოგრაფები გააჩნიათ.