მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს თანამშრომლობა გრძელდება

მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს თანამშრომლობა გრძელდება

მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად რეჟისორი მსახიობს, ახალ ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“  მთავარ როლზე ამტკიცებს.  

ფილმის სცენარი  ტერენს უინტერს ეკუთვნის, ის  ავტორია ფილმებისა „სოპრანოს კლანი“ და  „მიწისქვეშა იმპერია“. ადამიანი-ლეგენდის, ჯორდან ბელფორტის მემუარებს ეფუძნება და ის ბროკერის მარცხზე მოგვითხრობს. ჯორდანი მილიარდებს შოულობდა და მათ იახტებსა და ნარკოტიკებში ფლანგავდა, საბოლოოდ  ციხეში აღმოჩნდა.  ბელფორმა ამჟამად ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს თავი დააღწია.  სცენარზე მუშაობა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯორდანი მასში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა. 

ფილმს სტუდია Red Granite-ი იღებს, მისი მფლობელები პროგნოზირებენ, რომ ფილმი აუცილებლად წარმატებული იქნება, რადგან  „უოლ-სტრიტის მგელი“ ახალი, თანამედროვე განგსტერების ისტორიაა, რომლებიც ფუფუნებისკენ ლტოლვას, გაუმაძღარობას და ქედმაღლობას ავლენენ. 

ლეონარდო დიკაპრიოს  მარტინ სკორსეზესთან უკვე მეხუთედ თანამშრომლობს. პირველი ერთობლივი პროექტი, 2002 წელს გადაღებული ფილმი  „ნიუ-იორკის ბანდები“ იყო, შემდეგ „ავიატორი“,  ოსკაროსანი  „განდგომილები“ და ბოლო „დაწყევლილთა კუნძული“. 

ჯერჯერობით, ახალი ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი უცნობია.