ქალაქ მელბურნის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მტკიცებით, ჰემის გარდაცვალების მიზეზებს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.
გრეგ ჰემი 1953 წლის 27 სექტემბერს მელბურნში დაიბადა. სკოლაში სწავლის პერიოდში თეატრით იყო გატაცებული, მოგვიანებით კი მუსიკით სერიოზულად დაინტერესდა.
1972 წელს ჰემმა, რონ სტრაიკერტთან, ჯერი სპაისერტთან და კოლინ ჰეისთან ერთად ჯგუფი “Men at Work” ჩამოაყალიბა.
ჯგუფმა არსებობის განმავლობაში სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა: “Business as Usual” (1981), “Cargo” (1983) და “Two Hearts” (1985).
ჯგუფის მიერ ჩაწერილი კომპოზიცია “Down Under” დღემდე ავსტრალიის არაოფიციალურ ჰიმნადაა აღიარებული.