გამოცემა “Fox News”-ის ცნობით მუსიკოსმა პარაგვაის პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო გაანაწყენა. ამ უკანასკნელმა მაკარტნი საპრეზიდენტო სასახლეში მიიწვია, მაგრამ ბრიტანელმა დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო უარი შეუთვალა.
ფერნანდო ლუგომ ადგილობრივ მას-მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მაკარტნის უარი მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ მუსიკოსის მიმართ გულში წყენა არ ჩაუდია.ქალაქ ასუნსიონში სერ პოლის კონცერტი გუშინ უნდა ჩატარებულიყო. მასზე დასასწრები 30 ათასი ბილეთი სულ რაღაც 45 წუთში გაიყიდა.
პარაგვაის შემდეგ მაკარტნი კოლუმბიას ესტუმრება, შემდეგ ბრაზილიაში გადავა და სამხრეთ ამერიკულ კონცერტებს მექსიკაში დაასრულებს.