ბუნდესტაგის დეპუტატი ნორბერტ ლამერტი, შესაძლოა, გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

ბუნდესტაგის დეპუტატი ნორბერტ ლამერტი, შესაძლოა, გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

ბუნდესტაგის დეპუტატი ნორბერტ ლამერტი, შესაძლოა, გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მას ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური ბლოკები უჭერენ მხარს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლამერტი იმ შემთხვევაში გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ ქვეყნის მოქმედი მეთაური იოაჰიმ გაუკი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევაზე უარს იტყვის. უარის თქმის მიზეზი, შესაძლოა, ასაკი და გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდეს. 

იოაჰიმ გაუკი 76 წლისაა, ის გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას ვადა მომავალ წელს ეწურება.