წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე ბაქოში მიემგზავრება, სადაც სპეციალური მოწვევით მონაწილეობას მიიღებს EASST-ისა და FIA-ს პროექტ Seat Belt Slide -ში.
ღონისძიება 23 აპრილს გაიმართება და აზერბაიჯანში საგზაო უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პროექტის მსვლელობისას 2011 წლის ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულის - ნიკის ვიდეო იქნება ნაჩვენები. ნიკი EASST-ის ელჩია და აქტიურად არის ჩართული კამპანიაში.
ცოტა ხნის წინ, EASST-ის (eastern Alliance for Safe and Sustainable Transport) პარტნიორი ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელმა 2012 წლის ევროვიზიის ქართველ მონაწილეს ანრი ჯოხაძეს საგზაო უსაფრთხოების ელჩის წოდება მიანიჭა.
ანრი ჯოხაძე ვიდეორგოლს იღებს, რომელიც საგზაო წესების დაცვას, უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას ეხება და რომლის ჩვენებაც 23 აპრილს ბაქოში გაიმართება.