ლიბიის სანაპიროზე 128 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ლიბიის სანაპიროზე 128 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ლიბიის სანაპიროზე სანაპირო დაცვამ 128 მიგრანტის ცხედარი კატასტროფიდან 2 დღის შემდეგ იპოვა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ლტოლვილები ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიის სანაპიროებისკენ მიემგზავრებოდნენ. 

გასულ კვირას ასობით მიგრანტი ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა, ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის მიმართულებით მიცურავდნენ. 

მიმდინარე წელს აფრიკიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 40 ათასი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა. ისინი მომსახურებისთვის თანხას კონტრაბანდისტებს უხდიან. 

მიგრანტები ევროპაში ჩასასვლელად ხმელთაშუა ზღვას აქტიურად მას შემდეგ იყენებენ, რაც თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმება ამოქმედდა.