ბიძინა ივანიშვილი ”რუსთავი 2”-სა და ”ტაბულას” პირდაპირ ეთერში მონაწილეობას კონკრეტული პირობებით სთავაზობს

ბიძინა ივანიშვილი ”რუსთავი 2”-სა და ”ტაბულას” პირდაპირ ეთერში მონაწილეობას კონკრეტული პირობებით სთავაზობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ტელეკომპანიებს ”რუსთავი 2”-სა და ”ტაბულას”, აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში მონაწილეობისთვის კონკრეტულ პირობებს სთავაზობს. ივანიშვილის შეთავაზებას ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი ორივე ტელეკომპანიას, პირდაპირი ეთერის თარიღად 8 ივნისს, ხოლო შეხვედრის ადგილად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს. შეთავაზებაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და გადაცემის მოდერატორის გარდა, ეთერში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითო არხიდან ორმა ან სამმა ჟურნალისტმა. პირობების ჩამონათვალში ნათქვამია: ”ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი; შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა "რუსთავი 2"-ის და "ტაბულას" გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება; მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას; ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები”, - ნათქვამია ”რუსთავი 2”-სა და ”ტაბულას” მიმართ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაში, რომელსაც ნიკა გვარამია ავრცელებს. 

”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილს პასუხს დღის განმავლობაში გასცემს.