დღეს დილით საკუთარ სახლში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი გიტარისტი ბერტ უიდონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ გაუარესდა.
ბერტმა გიტარაზე დაკვრა 14 წლის ასაკიდან დაიწყო, მაგრამ ცნობილი, როგორც მუსიკოსი 1950 წელს გახდა. დიდი წარმატება მოუტანა წიგნმა,- "Play in a Day", რომლის მიხედვითაც გიტარაზე დაკვრა ძალიან ბევრმა ცნობილმა მუსიკოსმა ისწავლა. მის მოსწავლეებად ითვლებიან, ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან პოლ მაკარტნი, ერიკ კლაპტონი, "Queen" -ის გიტარისტი ბრაიან მეი და ა.შ.