სოფელ ქვემო შაქშაქეთში ფცა-თამარაშენის 6 კმ-ანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

სოფელ ქვემო შაქშაქეთში ფცა-თამარაშენის 6 კმ-ანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო შაქშაქეთში ფცა-თამარაშენის 6 კმ-ანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სოფელი თამარაშენი ისევე, როგორც სოფელი ფცა საოკუპაციო გამყოფი ხაზის ახლომდებარე სოფლებია. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 1 663 999 ლარს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიკაციისა და სასმელი წყლით მომარაგების პროექტები უკვე განხორციელდა. საგზაო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის იოსებ ოქრომელიძის თქმით „აღნიშნულ სოფლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის. მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და ხელი შეეწყოს შიდა მიგრაციის დონის შემცირებას.

გზის ასფალტირება ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.