სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პროვინციების დიარბაქირისა და სილვანის გზატკეცილზე მომხდარი აფეთქების შედეგად რვა თურქი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქვეყანაში აკრძალული ქურთთა მშათა პარტიის წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გზატკეცილზე სამხედროების ავტომანქანამ გაიარა.
დაჭრილი სამხედროები დიარბაქირის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქურთთა მუშათა პარტიის 26 სამხედრო ობიექტი გაანადგურა.