გამოცემა “Daily Telegraph”-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ მუსიკოსმა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში კონცერტი ჩაატარა. სერ პოლი სერჟანტ პეპერსის ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და “Hofner”-ის ბას-გიტარაზე უკრავდა.
კონცერტის მსვლელობისას მაკარტნიმ მაყურებლებს ერთგვარი სიურპრიზი მოუწყო, როდესაც სცენაზე ორი წლის ბიჭუნა იხმო.
პატარა იჩირო კონცერტზე დასასწრებად მშობლებთან ერთად სპეციალურად არგენტინიდან ჩამოვიდა. ის მუსიკოსის რამდენიმე რეპეტიციაზეც იმყოფებოდა და მაკარტნიმ მაშინ შენიშნა.
სერ პოლმა და იჩირომ ერთად პოპულარული კომპოზიცია “Get Back” შეასრულეს. პატარა სცენაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრიტანელ მომღერალს ყველაფერში ბაძავდა.