ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.
ენერგეტიკის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისას ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიციები.
"კონკრეტულ პროექტებს რაც შეეხება, ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც უკვე იქნა ხელშეკრულება გაფორმებული, ეს არის ნახშირის თბოელექტროსადგურის განხორციელება. ზაფხულში, აგვისტოს ბოლოსთვის უკვე უნდა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელდება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ენერგეტიკისთვის, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ადგილობრივი რესურსით, ანუ ნახშირით, რომელიც მოიპოვება საქართველოში გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია. ამით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ დავზოგოთ ბუნებრივი აირი", - განაცხადა კახა კალაძემ.