ივანიშვილი, ერთ ხმაში, საუბრობს 35 წუთი. ასათიანი კი 23 წუთი. ქალბატონი სალომე, ცდილობს გადაფაროს ივანიშვილის პასუხები, ხოლო ბატონი ბიძინა ცდილობს არ გადავიდეს მომდევნო კოთხვაზე - მანამ, სანამ წინას არ უპასუხებს, და ასე შემდეგ, და ამგვარად, ორ ხმაში - კიდევ 27 წუთი. საერთო ჯამში, მოწვეულმა სტუმარმა, წამყვამზე, სულ 12 წუთით მეტი ისაუბრა..... მიმაჩნია, რომ ეს - "ინტერვიუ" ნამდვილად არ იყო. ვერც ბატონ პაატა ქურდაძეს დავეთანხმები და ამ 80 წუთს - "დებატებს" ვერ დავარქმევდი. მაშ - რა იყო ეს? ვინ იხეირა, ან დაზარალდა ამით? მგონია, ვერავინ იხეირა. მაყურებელი კი დაზარალდა. კარგი იქნება, პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, ბოდიშს თუ მოუხდის, მის აღმატებულებას - მაყურებელს....... პ.ს. იმედია მაპატიებთ 2-3 წუთიან ცდომილებას ციფრებში.....წარმატებები კოლეგებო!!!