კახა კალაძე კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხზე მისი, როგორც ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.
"კორცხელის ინციდენტი ისევე, როგორც "რუსთავი2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, ეს არის სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა. ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მხრიდან ამ საკითხებზე რაიმე სახის განცხადების გაკეთება არ არის მიზანშეწონილი",-განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, კორცხელში მომხდარი ინციდენტი მან, როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა და მთლიანად პარტიამ დაგმო და ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა.