ლევან ბერძენიშვილი:  ყველა ვეტოს დაძლევა და კუნთებზე ყურება არ არის მთავარი

ლევან ბერძენიშვილი: ყველა ვეტოს დაძლევა და კუნთებზე ყურება არ არის მთავარი

პარლამენტის ფრაქცია ”რესპუბლიკელებისთვის” “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები მისაღებია.

როგორც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ფრაქცია არ აპირებს ვეტოს დაძლევაში მიიღოს მონაწილეობა.

”ვინაიდან ვენეციის კომისიის მოსაზრებების ნაწილი გათვალისწინებულია და ვინაიდან ეს არის პოლიტიკური კულტურის საკითხი, ყველაფერთან ერთად, ყველა ვეტოს დაძლევა და კუნთებზე ყურება არ არის ყველაზე მთავარი. ჩვენ არ ვაპირებდით ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას და თუ კვლავ დადგება ეს საკითხი, კვლავ არ დავაპირებთ”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. მთავარი განსახილველი საკითხი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებული “მოტივირებული შენიშვნები“ და შესაბამისი კანონპროექტია.

მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭერას გეგმავს.