ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების გადადება სურს

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების გადადება სურს

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების გადადება სურს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანა ფოტიგამ უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმის“ ჟურნალისტს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა ვიზალიბერალიზაციის დაწესების მომხრეა, მაგრამ ევროკავშირის საბჭოს ამ დრომდე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაუყონებლივ დაწესებას, მაგრამ ამ დრომდე ველოდებით ევროკავშირის საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას. ზოგიერთ ქვეყანას ამ პროცესის გადადება სურს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის განხილვა 9-10 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზეა დაგეგმილი.