აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება კრემლს გაახარებს.
„ახლა მოსკოვს და პეკინს ჩვენი მოკავშირეების შურთ, რადგან წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მათ გაუხარდებათ, თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც აშშ-ს სიმძლავრის ამ წყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს. თუ დონალდი თავისას გაიტანს, კრემლში ზეიმს მოაწყობენ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა კლინტონმა.
საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კლინტონი ნდობას აღარ იმსახურებს და ციხეში უნდა მოხვდეს, რადგან სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, სამსახურეობრივ ელექტრონულ წერილებს პირადი სერვერიდან აგზავნიდა და ამით აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს.