ბოლივუდში საქართველოში გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა

ბოლივუდში საქართველოში გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა

ბოლივუდში, საქართველოში გადაღებული  ბოლივუდური თრილერის - „ბილა 2-ის“ პრემიერა  გაიმართა. თრილერის გადასაღებად საქართველოში ბოლივუდიდან 36-კაციანი ჯგუფი იყო ჩამოსული. ფილმის პროდიუსერებს საქართველოში ორკვირიანი გადაღებები  დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი დაუჯდათ. ფილმის ერთი ნაწილი  თბილისში, ბორჯომსა და რუსთავში გასული წლის ნოემბერშია გადაღებული, მეორე ნაწილი კი,  გოაში გადაიღეს. ფილმის რეჟისორია ჩაკრი ტოლეტი.

ფილმში ქართველი მსახიობები ზურაბ შარია და თამრიკო ჭიჭინაძე თამაშობენ. ინდოელებს მსახიობების კასტინგში სააგენტო „ჯე-არტი“ დაეხმარა, ხოლო პროდაქშენი, ტექნიკური და კინო აპარატურით კომპანია „მეტროსტუდიამ“ უზრუნველყო.  


„ბოლივუდი” მიმდინარე წელს საქართველოში კიდევ 2 ფილმის გადაღებას აპირებს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ერთი ფილმი ბლოქბასტერი, ხოლო მეორე კომედია იქნება. გადაღებების ხანგრძლივობა, დაახლოებით, ორ თვეს გასტანს.