ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი მაიკლ დუგლასი, რომელიც გასულ წელს კიბოსგან განიკურნა, ახალ კომედიაში მთავარ როლს ითამაშებს. ფილმს „ლას ვეგასი“ ჰქვია და გადაღებები სექტემბერში დაიწყება.
მოლაპარაკებები ამ ფილზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პირველი შემოთავაზება, ფილმის პროდიუსერებისგან მაიკლმა 2010 წელს მაშინ მიიღო, როდესაც თავისი ავადმყოფობის დიაგნოზი გაიგო. დუგლასს მაშინ ყველა როლზე უარის თქმა მოუწია. გამოჯანმრთელებული მსახიობი, როლს საბედნიეროდ ისევ დაუბრუნდა. იქამდე კი, ფილმში მონაწილეობაზე პროდიუსერები მოლაპარაკებებს დასტინ ჰოპმანთან და ქრისტოფერ უოკენთან აწარმოებდნენ. გადატვირთული გრაფიკის გამო, ორივე მათგანმა პროექტზე უარი განაცხადა. პირველი პროექტი, რომელზეც დუგლასმა უარი სიმსივნის გამო თქვა, სპილბერგის ფილმი იყო, ის ეკრანებზე 2013 წელს გამოვა და მასში მეთ დეიმონი და დუგლასი შეყვარებულები არიან.
მაიკლ დუგლასი ახალ ფილმში მარტოხელა, მექალთანე კაცის როლს თამაშობს, რომელმაც გადაწყვიტა დაქორწინდეს და საცოლედ 30 წლის ქალს ირჩევს. დუგლასს ქორწინებამდე საუკეთესო მეგობრები გამოსამშვიდობებელ საღამოს უწყობენ, სადაც ძველ მეგობრებს ხვდება და მასში სკოლის დროინდელი სიყვარული იღვიძებს.
მაიკლ დუგლასი ცნობილი მსახიობის კერკ დუგლასის შვილია. მან კალიფორნიის უნივერსიტეტში დრამატულ ხელოვნების ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა. თუმცა, თავდაპირველად მაიკლს ყავა დაჰქონდა, შემდეგ რეჟისორის ასისტენტი და მემონტაჟის დამხმარე გახდა. მისი დებიუტი ტელევიზიაში სერიალ „სან-ფრანცისკოს ქუჩებში” შედგა, სადაც პოლიციელის როლს ასრულებდა. მსახიობმა პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება ამ როლით მიიქცია. ის ყველას კერკის ახალგაზრდობას აგონება, თუმცა არც მაიკლს და არც მამამისს არ სურდათ, რომ ეკრანზე ახალი კერკი გამოჩენილიყო. მსახიობმა თავისი ნიჭით და მონდომებით მალევე შესძლო კინოსამყაროში თავის დამკვიდრება. მისი პირველი როლების შემდეგ, კრიტიკოსები კიდევ ერთი საინტერესო და დიდი იმედისმომცემი მსახიობზე ალაპარაკდნენ.