კურტ კობეინის უცნობი ალბომი

კურტ კობეინის უცნობი ალბომი

დღეს დილით გამოცემამ “New Musical Express” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალს ჯგუფი “Hole”-ს ყოფილი გიტარისტი ერიკ ერლანდსონი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ “Nirvana”-ს ლიდერმა კურტ კობეინმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სოლო ალბომი ჩაწერა.

ერლანდსონის მტკიცებით, კობეინს სოლო კარიერის დაწყება სურდა და 1993 წელს ჯგუფისაგან დამოუკიდებლად საკუთარ პროექტზე მუშაობა დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია სად ინახება ამ ალბომის ჩანაწერი და დღის სინათლეს თუ იხილავს.

ჯგუფი “Hole” თავის დროზე კურტ კობეინის მეუღლე კორტნი ლავმა ჩამოაყალიბა. ერლანდსონი ამ ჯგუფში 1989-დან 2002 წლამდე მოღვაწეობდა და კობეინს ჩინებულად იცნობდა.

კურტ კობეინი 27 წლის ასაკში, 1994 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფ “Nirvana”-სთან ერთად შემდეგი სამი ალბომის გამოცემა მოასწრო: “Bleach” (1989), “Nevermind” (1991)  და “In Utero” (1993).