ეკა ბესელია გიორგი ვაშაძეს ურჩევს, ლეგენდებით არ იცხოვროს და თქვას, ვინ უთვალთვალებდა

ეკა ბესელია გიორგი ვაშაძეს ურჩევს, ლეგენდებით არ იცხოვროს და თქვას, ვინ უთვალთვალებდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დეპუტატ გიორგი ვაშაძეს ურჩევს, ლეგენდებით არ იცხოვროს და თქვას, ვინ უთვალთვალებდა. 
ასე პასუხობს ეკა ბესელია გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას სუს-ი უთვალთვალებს. 
„ლეგენდებით რომ არ ვიცხოვროთ, თქვას ვინ უთვალთვალებდა, რა მონაცემები აქვს. ტექნოლოგიების სამყაროში ყველაფრის აღბეჭდვა შეიძლება, ვიდეო, ფოტო, სატელეფონო კომუნიკაციებით, თუკი ასეთი რამ იყო, რაც მან ჩათვალა, გადავამოწმოთ, ეს პრობლემა არ არის, რადგან ლეგენდებით რომ არ ვიცხოვროთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.