ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ნასაკირალში დღეს ერთკილომეტრიანი გზის მოასფალტება დაიწყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დარჩიამ დაათვალიერეს.

სამშენებლო სამუშაოებს კომპნია „გზამშენი 18“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. „ ვაგრძელებთ ყველა პროექტს, რომელიც პროგრამულად იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წელს მოხდება მხოლოდ ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება, ხოლო მომავალში გზა სოფელ მელექედურის ცენტრალურ მაგისტრალს შეუერთდება. გარდა ამისა ნასაკირალში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგეგმავთ, “ -აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - მერაბ ჭანუყვაძემ.

პროექტი გრძელვადიანია. მიმდინარე წელს დასრულდება გზის მშენებლობის პირველი ეტაპი, ხოლო 2017 წელს ნასაკირალის გზა სოფელ მელექედურის საგზაო მონაკვეთს შეუერთდება.