შს მინისტრმა მოგვახსენა, რომ არც ერთი საპატრულო პოსტი არ შემცირებულა

შს მინისტრმა მოგვახსენა, რომ არც ერთი საპატრულო პოსტი არ შემცირებულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვახსენა, რომ არც ერთი საპატრულო პოსტი არც ერთი ადამიანით არ შემცირებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, იმ კითხვის პასუხად განუცხადა, ხედავს თუ არა იგი საოკუპაციო ხაზთან სამართალდამცვთა კონტინგენტის გაზრდის აუცილებლობას.

„როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვახსენა, არც ერთი ადამიანით, არც ერთი საპატრულო პოსტი არ შემცირებულა და ზუსტად იგივეა, რაც იყო მანამდე“, - აღნიშნა იმერლიშვილმა.       

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ხურჩის ინციდენტზე იმსჯელეს.