ეს იყო ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი

ეს იყო ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი

ყოფილი პრემიერის მიერ გამოქვეყნებული წერილი ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, რომელიც ივანიშვილის მიერ ღია წერილის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

„ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი. ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ”ლაივში” ვუყურებ ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს; ამბობს, რომ არ აქვს ბიზნეს ინტერესები და ვხედავთ ”პანორამა თბილისსა” და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას; ამბობს, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად, აღარ არის ძალადობა და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან უბრალო, ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს; ივანიშვილი ამბობს, რომ მთავარი დაბრკოლებაა ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ვერ უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში კი ”ნაციონალური მოძრაობა” 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას წარმატებით გადალახავს”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.