პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის; 2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; 3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში. ამ კონტექსტში საუბარი შეეხება ხურჩაში ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხსაც.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ესწრებიან, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

სხდომის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.