დავით ჯანდიერი „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ აცნობეს, დავით ჯანდიერი “საქართველოს განვითარების ფონდის” სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციას ტოვებს და მუშაობას გააგრძელებს პაატა ბურჭულაძის მრჩევლად სამართლებრივ საკითხებში.
„დავით ჯანდიერი ”საქართველოს განვითარების ფონდის” დაარსებიდან ხელმძღვანელობდა სამართლებრივ მიმართულებას. ჯანდიერი იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე 2012-13 წლებში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. მანამდე იცავდა მოსარჩელეების, ირინა ენუქიძის და გირგვლიანის ინტერესებს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“,- აცხადებენ მოძრაობაში.