ისლამური სახელმწიფოს

ისლამური სახელმწიფოს" წევრების ხელფასის ოდენობა ცნობილია

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, ადგილობრივმა პოლიციამ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრების სახელფასო გრაფიკი მოიპოვა.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გრაფიკში 23 ტერორისტის კოდური სახელი იყო ნახსენები. ხელფასი 120-დან 690 დოლარამდე მერყეობდა.

სახელფასო გრაფიკის მიხედვით, დასაოჯახებელი ტერორისტი 120 დოლარს, ხოლო დაოჯახებული ტერორისტი 120 დოლარს მეუღლისთვის, 50 დოლარს კი შვილისთვის იღებს.

ასევე, ცნობილია, რომ კომუნალური გადასახადებისთვის დამატებითი თანხაა გამოყოფილი.