- რამდენი უნდა გადავიხადო? – ჰკითხა მან მეეტლეს.
- ათი ფრანკი.
- თქვენ ხუმრობთ?
- არც მიფიქრია. თქვენ ხომ დღეს აიღებთ ათ ფრანკს ყოველი მსმენელისაგან, რომლებიც მოისმენენ თქვენს დაკვრას ერთ სიმზე!
- თანახმა ვარ, - უპასუხა პაგანინიმ, - მე გადაგიხდით ათ ფრანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თეატრში ერთი ბორბლით მიმიყვანთ.