პირველი ალბომი “Uno!” დღის სინათლეს 25 სექტემბერს იხილავს, “Dos!” გაყიდვაში 13 ნოემბერს გამოვა, ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებს “Tre!”-ს ყიდვა 2013 წლის 15 იანვრიდან შეეძლებათ.
ჯგუფის ვოკალისტი ბილი ჯო არმსტრონგის მტკიცებით, მისი კოლეგები ამ ნამუშევრებით კმაყოფილები არიან და მიაჩნიათ რომ “Green Day”-მ პროფესიული მუსიკალური კარიერის განმავლობაში ახალ სიმაღლეს მიაღწია. არმსტრონგი დარწმუნებულია რომ დისკებს წარმატება ექნებათ და ჯგუფის გულშემატკივრები მათ თბილად მიიღებენ.
სამივე ნამუშევარი ქალაქ ლოს-ანჟელესში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში მომზადდა. დისკების პროდიუსერი რობ კავალიო გახლავთ.
“Green Day”-ს ბოლო სტუდიური ნაშრომი “21st Century Breakdown” გაყიდვაში 2009 წელს გამოჩნდა.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ჯგუფის წევრები გერმანიაში სამ კონცერტს ჩაატარებენ, შემდეგ რამდენიმე ღონისძიებას საფრანგეთში, იტალიასა და იაპონიაში გამართავენ.