“Queen”-ის ალბომი “Greatest Hits” ყველაზე პოპულარულია

“Queen”-ის ალბომი “Greatest Hits” ყველაზე პოპულარულია

გუშინ მუსიკალურმა ჟურნალმა “New Musical Express” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის თანამშრომლების მტკიცებით, ლეგენდარული ჯგუფი “Queen”-ის ალბომი “Greatest Hits” დიდ ბრიტანეთში ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური დისკია.

ზემოთდასახელებული ჩანაწერი 1981 წელს გამოვიდა და “ნისლიანი ალბიონის” ქვეყანაში დღემდე მისი 5.8 მილიონი ცალია გაყიდული.

ამ მაჩვენებლით ალბომმა პოპულარული ჯგუფების “The Beatles”-ისა და “ABBA”-ს ჩანაწერებს გაუსწრო.

ბრიტანელი სტატისტიკოსების მტკიცებით, ფრედი მერკურისა და მისი კოლეგების ამ დისკმა “The Beatles”-ის ალბომს “Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band”-ს მნიშვნელოვნად გაუსწრო. დღემდე დიდ ბრიტანეთში  ლივერპულელი ოთხეულის ამ ჩანაწერის 5 მილიონი ცალია გაყიდული.

ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომების მესამე საფეხურზე შვედური ჯგუფი “ABBA”-ს ჩანაწერი “Gold” განთავსდა.