ცნობილი გახდა, რომ წიგნი გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა. მისი სახელწოდებაა “Cyndi Lauper”. მას გამომცემლობა “Simon & Schuster” გამოსცემს. მომღერალი მოგონებების ამ კრებულში საკუთარ მუსიკალურ კარიერას გაიხსენებს.
სინდი ლაუპერის სადებიუტო ალბომმა “She's So Unusual” დღის სინათლე 1983 წელს იხილა. ამ დისკში განთავსებულმა კომპოზიციამ “Girls Just Want To Have Fun” ამერიკულ და ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში მეორე ადგილი დაიკავა. 1984 წელს ალბომმა “She's So Unusual” “გრემის” ექვს ნომინაციაში იმარჯვა.
სინდი ლაუპერის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Memphis Blues” გაყიდვაში 2010 წლის ივნისში გამოვიდა.