დიდ ბრიტანეთში “The Wall”-ის დადგმას განახორციელებენ

დიდ ბრიტანეთში “The Wall”-ის დადგმას განახორციელებენ

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ხუთ ივნისს, სტენდფორშირის საგრაფოს “TamWorth Assembly Rooms”-ის თეატრში, ცნობილი ჯგუფი “Pink Floyd”-ის პოპულარული ალბომის “The Wall”-ის დადგმას განახორციელებენ.

ამ სპექტაკლის დადგმისათვის ორგანიზაციებმა “Arts Connects” და “Fired Up Theatre” როჯერ უოტერს სპეციალური ნებართვა სთხოვეს. ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა და სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას დაყაბულდა.

"The Wall”-ის ახალი დადგმა როკ-ოპერას წარმოადგენს, სადაც “Pink Floyd”-ის პოპულარული კომპოზიციების გარდა, რამდენიმე ახალი სიმღერაც აჟღერდება, რომლებიც კომპოზიტორმა საიმონ ქუინმა დაწერა.

სპექტაკლში მონაწილეობას ჯგუფი “Floydian”-ის წევრები და სტენდფორშირის საგრაფოს კონსერვატორიის სტუდენტები მიიღებენ.

როჯერ უოტერსის გარდა დადგმის პრემიერას მისი კოლეგები ნიკ მეისონი და დევიდ გილმორიც დაესწრებიან.