ჯგუფი “Blur”დაიშალა

ჯგუფი “Blur”დაიშალა

გუშინ გამოცემამ “The Gardaian” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ბრიტანული ჯგუფი “Blur” დაიშალა. ჯგუფის ლიდერი დეიმონ ალბარნის ინფორმაციით, ის და მისი კოლეგები მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ბოლო კონცერტს ჩაატარებენ და ამის შემდეგ ჯგუფი არსებობას შეწყვეტს.

ალბარნის მტკიცებით, “Blur”-ის გიტარისტ გრემ კოკსონთან ჩინებული ურთიერთობა გააჩნია, მაგრამ ბას-გიტარისტ ალექს ჯეიმსონთან და მედოლე დეივ რაუნტრისთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. ამ მიზეზის გამო მან და კოკსონმა კოლეგებთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ლონდონის ჰაიდ პარკში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ამ ღონისძიებაზე ჯგუფი ამჟამინდელი შემადგენლობით სცენაზე უკანსკნელად გამოჩნდება.

ჯგუფი“Blur” წინა საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს ჩამოყალიბდა. ის 2003 წლამდე არსებობდა. მისი  ბოლო სტუდიური ნამუშევარი“Think Tank” იმ წლის მაისში გამოვიდა. ამის შემდეგ ჯგუფი დროებით დაიშალა.

2009 წელს “Blur”-ის წევრები კვლავ გაერთიანდნენ და საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს.