ჯგუფი “Soundgarden” ბრუნდება

ჯგუფი “Soundgarden” ბრუნდება

გამოცემა “Rolling Stone”-ს ცნობით, 15 წლიანი შესვენების შემდეგ პოპულარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა “Soundgarden” ახალი კომპოზიცია ჩაწერა. ამ სიმღერის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.

ჯგუფის კომპოზიცია მხატვრული სურათი “The Avengers”-ის საუნდტრეკს წარმოადგენს. ამ სურათის მუსიკალურ გაფორმაში “Soundgarden”-ის გარდა შემდეგმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა: “Kasabian”, “Rise Against”, “Bush”, “Black Veil Brides”, “Papa Roach”, “Five Finger Death Punch” და “Evanescence”.

“Soundgarden”-ის ვოკალისტის კრის კორნელის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჯგუფის წევრები ახალ სტუდიერ ალბომზე მუშაობას შეუდგებიან.

ეს ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის შემოდგომაზე იხილავს და ჯგუფის წინა დისკებისაგან აშკარად განსხვავებული და გამორჩეული იქნება.