ფრანგი ექიმები ალენ დელონის ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტს არ ადასტურებენ. უფრო მეტიც, ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მსახიობის გარემოცვა ადასტურებს, რომ მსახიობი კლინიკას,- Нёйи-Сюр-Сена ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩვეულებრივი შემოწმებისთვი ესტუმრა. ამის გარდა, სხვა არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ დილით, ერთ-ერთ ინტერნეტგგამოცემაში დაიწერა, რომ მსახიობს გულის სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და კლინიკაში ამ მიზნით გადაიყვანეს. ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. აღნიშნული კლინიკა ყველაზე ცნობილი და ელიტარულია მთელ საფრანგეთში. სხვადასხვა დროს აქ მკურნალობდნენ: იასირ არაფატი, პაბლო პიკასო, ზინედინ ზიდანი და სხვა ცნობილი ფიგურები. კლინიკაში ყოველთვის აქცევენ ყურადღებას ავადმყოფების სურვილებს და შესაბამისად მათ საიდუმლოებებსაც გულდასმით ინახავენ.