პატი სმიტმა ემი ვაინჰაუსს ალბომი მიუძღვნა

პატი სმიტმა ემი ვაინჰაუსს ალბომი მიუძღვნა

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილმა მომღერალმა პატი სმიტმა ახალ რიგით მეათე სტუდიურ ნამუშევარზე მუშაობა დაასრულა. ამ დისკის სახელწოდებაა “Banga” და გაყიდვაში მიმდინარე წლის ივნისში გამოვა.

ალბომი ბრიტანელი მომღერალი ემი ვაინჰაუსისა და გასულ წელს იაპონიაში სტიქიური უბედურების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.

ახალი დისკი ქალაქ ნიუ-იორკის ხმის ჩამწერ სტუდიაში “Electric Lady” მომზადდა. მის სამუშაო პროცესში ბას-გიტარისტი ტონი შენეჰენი, გიტარისტი ლენი კეი და მედოლე ჯეი დი დოგერტი მონაწილეობდნენ.

65 წლის პატი სმიტის ბოლო სტუდიური ნაშრომი “Twelve” 2007 წლით არის დათარიღებული. ამ ჩანაწერში წარმოდგენილი გახლდათ ჯიმი ჰენდრიქსის, ბობ დილანის, “The Beatles”-სა და “The Rolling Stones”-ის ცნობილი 12 კომპოზიციის ქოუვერ ვერსიები.