“The Stone Roses” კონცერტისათვის ემზადება

“The Stone Roses” კონცერტისათვის ემზადება

გასული წლის დასასრულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1996 წელს დაშლილი ცნობილი ბრიტანული ჯგუფის “The Stone Roses” წევრები გაერთიანდნენ და მიმდინარე წელს თავდაპირველად სამ კონცერტს ჩაატარებენ, შემდეგ კი საგასტროლო მოგზაურობაში გაემგზავრებიან.

ცნობილი გახდა, რომ 29, 30 ივნისს და 1 ივლისს ჯგუფი ქალაქ მანჩესტერში კონცერტებს გამართავს. მუსიკოსებთან ერთად ამ ღონისძიებებში მოინაწილეობას შემდეგი ჯგუფები მიიღებენ: “The Wailers”, “Plan B” “Primal Scream” და ლიამ გალაჰერის ჯგუფი “Beady Eye”.

მანჩესტერში დაგეგმილ კონცერტებს 220 ათასი ადამიანი დაესწრება. საინტერესოა რომ ამ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაში გამოჩენიდან საათნახევარში სრულად გაიყიდა.

ჯგუფი “The Stone Roses” 1983 წელს მანჩესტერში დაარსდა.

სადებიუტო ალბომი “The Stone Roses” 1989 წელს ჩაწერეს. ამ სტუდიურმა ალბომმა გამოსვლისთანავე დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. სინგლი “Fools Gold” წლის საუკეთესო ბრიტანულ მუსიკალურ კომპოზიციად აღიარეს, თავად ჯგუფმა კი სამი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა – “წლის საუკეთესო ჯგუფი”, “წლის საუკეთესო ახალი ჯგუფი” და “წლის საუკეთესო ალბომი”.

რიგით მეორე სტუდიური ალბომი მუსიკოსებმა 1994 წელს ჩაწერეს. “Second Coming” მისი წინამორბედის მსგავსად წარმატებული აღმოჩნდა და ბრიტანულ მუსიკალურ ჩართებში წამყვანი პოზიციები დაიკავა.

1995 წელს ჯგუფი მედოლე რენიმ დატოვა, ცოტა ხნის შემდეგ მის გზას გიტარისტი ჯონ სკვაირი დაადგა. 1996 წელს იან ბრაუნმა და მანიმ ჯგუფის დაშლის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.