კოპენჰაგენში ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს რობერტო მონტელას ე.წ. კაბელების საქმეზე ესაუბრა.
”თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძემ რობერტო მონტელას საქმის დეტალები გააცნო.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ეუთო-ს ხელმძღვანელობას ეთხოვა, რომ რაც შეიძლება დროული და ტრანსფარენტული მონიტორინგი წარმართოს, რათა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს პროცესს არ მიადგეს ზიანი და ხუთი უდანაშაულო ადამიანი დროულად გამოვიდეს ციხიდან.
”მომავალ კვირას, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელის თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება ირაკლი ალასანიასა და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ სხვა ლიდერებს შორის.
თბილისის დროით, 16:00 საათზე, სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნების გაერთიანებულ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა ვიქტორ დოლიძე. იგი ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, - აცხადებენ ”თავისუფალ დემოკრატებში”.