თუ მინსკის შეთანხმება განხორციელდება, რუსეთის წინააღმდეგსანქციები მოიხსნება

თუ მინსკის შეთანხმება განხორციელდება, რუსეთის წინააღმდეგსანქციები მოიხსნება

მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა, გაუქმდეს, თუმცა, მხოლოდ მაშინ როდესაც იგი მინსკის შეთანხმების სრულ განხორციელებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

„როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ მინსკის შეთანხმება განხორციელდება, სანქციები მოიხსნება რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნულანდმა მოსკოვში ვიზიტისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, ვლადისლავ სურკოვს შეხვდა, რომლის მთავარი თემაც სწორედ უკრაინა იყო.