ამ დისკში ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების არაერთი ცნობილი კომპოზიციის ქოუვერ-ვერსია იქნება წარმოდგენილი. ცნობილია რომ ტომ ჯონსმა ჩაწერა ტომ უეიტსის, პოლ საიმონის, ლეონარდო კოენის კომპოზიციები, აგრეთვე სერ პოლ მაკარტნის პოპულარული სიმღერა “(I Want To) Come Home”.
ალბომის პროდიუსერი ეტან ჯონსი გახლავთ. დისკის ჩაწერა კი მომღერალი პიტერ გებრიელის ხმის ჩამწერ სტუდიაში “Real World” მიმდინარეობდა.
წარმოშობით უელსელ მომღერალს ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 26 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. პირველმა, “Along Came Jones” დღის სინათლე 1965 წელს იხილა, რიგით 26-ე “Praise & Blame” გაყიდვაში 2010 წელს გამოჩნდა.