დღეს „თიბისი გალერეაში“, ბანკის ვიპ სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდა პიანისტ თათია შარანგია-შევარდნაძის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შესრულდება ბეთჰოვენის, რაველის, შუმანისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
პიანისტი, თათია შარანგია-შევარდნაძე მუსიკალური მონაცემებით ბავშვობიდან გამოირჩეოდა.12 წლის ასაკში ფრანგი მუსიკოსის, კლარა მონიუშკოს მიწვევით მან მონაწილეობა მიიღო პარიზში, კორტოს სახელობის დარბაზში გამართულ კონცერტში ,,საოცარი ბავშვები''.
წარმატებული აღმოჩნდა ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსებში თათიას მონაწილეობა: საბერძნეთში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მან I პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა, ლიტვაში გამართულ კონკურსზე კი, გრან პრის მფლობელი გახდა. ასევე ბაროკოს სტილის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.
ახალგაზრდა პიანისტმა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ჰამბურგში, დირიჟორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტში. 2011 წელს კი, თბილისის ოპერის სიმფონიურ ორკესტრსა და მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოსთან ერთად შუმანის კონცერტი შეასრულა