ჯგუფის ისტორიაში რიგით მე-15 ალბომის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია რომ ის გაყიდვაში მიმდინარე წლის ივნისში გამოვა.
დისკის გამოცემის შემდეგ ჯგუფის წევრები საგასტროლო მოგზაურობაში გაემგზავრებიან. პირველი კონცერტი 16 ივნისს გაიმართება.
ახალი ნამუშევარი “Aerosmith”-ისათვის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველი იქნება. მათი უკანასკნელი ალბომი “Honkin'on Bobo” გაყიდვაში 2004 წელს გამოვიდა.
ამ ალბომის მუსიკალური პროდიუსერი ჯეკ დუგლასი იქნება. ეს პიროვნება უკვე დიდი ხანია ჯგუფთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. თავის დროზე სწორედ რომ მისი უშუალო დახმარებით ჩაწერა “Aerosmith”-მა შემდეგი პოპულარული ალბომები: “Get Your Wings”, “Toys in the Attic”, “Rocks”, “Draw the Line” და “Rock in a Hard Place”.
გასული წლის დასასრულს ამერიკულ პრესაში გავრცელდა “Aerosmith”-ის ლიდერის სტივენ ტაილერის ინფორმაცია, რომ ის და მისი კოლეგები ახალი ალბომის ჩაწერას 2011 წლის იანვარში დაასრულებდნენ. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ თარიღმა ორი თვით გადაიწია.