„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დედაქალაქის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც სხდომიდან გამოსულმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ნარმანიას ანგარიშის პრეზენტაცია ძალიან სამარცხვინო იყო.

„როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის და თბილისელების პრობლემაზე, დახარჯულ მილიონებზე და ყურადღება გადაეტანა წარსულში არსებულ შეცდომებზე და ამით დაეცვა ივანიშვილის ღირსება, ადამიანის, რომელმაც თბილისელებს წაართვა ცენტრში 300 000 კვადრატული სარეკრეაციო ზონა. ეს იყო ძალიან სამარცხვინო პრეზენტაცია, სამარცხვინო სპექტაკლი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ქალაქის საკრებულოში თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფება.