ბრიტანელმა მუსიკალურმა ისტორიკოსებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მადონას ჩანაწერი “ნისლიანი ალბიონის” ქვეყანაში მეცხრედ გალიდერდა.
ამ მომღერალს კარიერის განმავლობაში 12 დისკი აქვს გამოცემული და დიდ ბრიტანეთში სამის გარდა ყველამ ლიდერის “ყვითელი მაისური” მოირგო.
სოლო შემსრულებლებს შორის ბრიტანეთში ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი ელვის პრესლის გააჩნდა. სხვადასხვა დროს მისი რვა ალბომი ადგილობრივი ჰიტ-აღლუმების სათავეში იმყოფებოდა.
მადონას ახალმა ჩანაწერმა “MDNA” დღის სინათლე მიმდინარე წლის 23 მარტს იხილა.
წინა კვირის მუსიკალური ალბომების ბრიტანული რეიტინგის მეორე პოზიციაზე დევიდ გეტას დისკი “Nothing But The Beat” გავიდა, მესამეზე კი შოტლანდიელი მომღერალი ემელი სანდეს ნამუშევარი “Our Version Of Events”.