თბილისის მერი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არის

თბილისის მერი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არის

თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ფრაქცია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

დეპუტატის მოსაზრებით, დედაქალაქის მერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ კონფრონტაციული ტონი აირჩია, რაც მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელია.

„სამწუხაროდ, თბილისის მერიამ და უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა პირველივე წუთიდანვე ძალიან კონფრონტაციული ტონი აირჩია. ჯერ გამარჯობა არ ჰქონდათ ნათქვამი და გადავიდნენ შეტევაზე. უმრავლესობის წევრები და მერი ცდილობდა დღევანდელი დღე წარმოეჩინათ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებდნენ“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

დეპუტატის მოსაზრებით, თბილისის მერი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არის.

„ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის მზაობას. რასაც მე ვუყურებ, ძირითადად, ბრალდებებს ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, აი, საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო ისე. ჯერჯერობით სულ იმ 9 წელთან არის შედარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზურაბიშვილმა.