დღეს ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს

დღეს ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს

მტკიცე და წმინდა ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობელს მოწყალება და დალოცვა სთხოვა.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ბრძანა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა.

"დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს. ყოვლადმწინდა ღვთისმშობელი მფარველობს საქართველოს. მისი ღვაწლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო. შეგვეწიე და დაგვლოცე ღვთისმშობელო“, - ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ვარდების მოედნიდან, სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობის მონაწილეებმა აწყურის ღვთისმშობლის ხატი წააბრძანეს.

მსვლელობაში მოსახლეობა ოჯახებთან და პატარა ბავშვებთან ერთად მონაწილეობდა.