ე.წ. კაბელების საქმის პროკურორის ნინო აღლემაშვილის განცხადებით, "თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პრემიერის აპარატამდე არასწორი ინფორმაცია იქნა მიტანილი“.
მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო საკითხი არა ოპტიკურ ბოჭკოვან მაგისტრალში წვერების შესყიდვის შესახებ, არამედ, განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს მთავრობის წევრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რის შესყიდვას აპირებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
"პრემიერის აპარატი აანალიზებს იმ ინფორმაციას რაც მასთან მიდის. ფაქტია, ბუნებაში არსებობს წერილობითი მიმართვა თავდაცვის სამინისტროდან, რომელშიც სრულყოფილად ინფორმაცია არ არის გადაცემული, ამის შესახებ მოსამართლე არის ინფორმირებული დოკუმენტალური მტკიცებულებებით და ეს საკითხი არის გამოკვლეული სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა "მაესტროს ფაქტორში".