„სულიერი პროდიუსერები“,- „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილს იღებენ

„სულიერი პროდიუსერები“,- „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილს იღებენ

ამერიკელი პროდიუსერი, დევიდ ვუდი მზადა  გადაიღოს მელ გიბსონის გახმაურებული ფილმის „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელება. ფილმის გაგრძელებაში მოთხრობილი იქნება

იესოს ცხოვრების უკანასკნელ 12 საათი და  მას  მკვდარ არამეულ ენაზე გადაიღებენ. ვუდის  განზრახვაა, გადაიღოს ფილმი, ქრისტეს აღდგომასა და მისი ცხოვრების შემდომი 40 დღეზე.   
 პროდიუსერის გამოთვლებით ფილმის გადაღება,  მილიონობით დოლარი დაჯდება. ამიტომ ვუდი მოუწოდებს ყველა ქრისტიანს გახდეს პროექტის „სულიერი პროდიუსერი.“  ამ ყველაფრისთვის, ის თითოეულ „სულიერ პროდიუსერს“  25 დოლარით დახმარებასა და  ახალი პროექტის წარმატებაზე ლოცვას სთხოვს.

 პროდიუსერი მათ, ასევე  მასობრივ სცენებში მონაწილეობას სთავაზობს. როგორც ვუდი ამბობს,- „სულიერი პროდიუსერები“ შეძლებენ შესთავაზონ ფილმმწარმოებლებს საკუთარი იდეები  სცენარისთვის, დაეხმარონ მსახიობების არჩევაში და .ა.შ.