თამაზ მეჭიაური:   ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს?

თამაზ მეჭიაური: ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს და ჟურნალისტებს შელაპარაკება მოუვიდათ.

თამაზ მეჭიაურთან ჟურნალისტები ცდილობდნენ ინტერვიუს ჩაწერას, თუ რას ფიქრობს ის ლგბტ უფლებადამცველების დაკავების შესახებ, რამაც მეჭიაურის გაღიზიანება გამოიწვია.

"ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს? ლგბტ ვინ არის იცი? ერთ ადგილზე არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ როგორც უნდათ, არავინ არ უშლის, მაგრამ ვინც მიდის და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით დაეტიეთ თქვენ ადგილზე,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისათვის, ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით, 10 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.